სიახლეები
12 მარტს, ახალციხეში მდებარე სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ საჯარო ლექციები და ტრენინგები შემდეგ თემებზე გამართა.
საჯარო ლექცია : “საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე გამოწვევები“
ლექციის ფარგლებში განხილული იყო პოლიტიკური თანამშრომლობის ჩარჩოების განსხვავებები და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა ლოკალურ და გლობალურ დონეზე.
ლექცია წაიკითხა საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა ბ-ნ კოტე იოსელიანმა.
ტრენინგი: “მცირე PR კამპანიის დაგეგმვა და წარმოება“
ტრენინგი დაეთმო PR- ის სტრაგეიული დაგეგმვის საფუძვლებს და რეალური კამპანიების განხილვას.
ტრენინგი ჩაატარა საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ქ-ნ ლელიბიბილაშვილმა.
რეგიონულ ოფისში ასევე გაიამრთა საჯაროლექცია თემაზე: “პროფესია ფსიქოლოგი“, რომლის ფარგლებში განხილული იყო ფსიქოლოგიის დარგები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.